ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო: 27 სექტემბრიდან საქართველოში მკვეთრად აცივდება

26 სექტემბერი, 2017 • 3938
გარემოს ეროვნული სააგენტო: 27 სექტემბრიდან საქართველოში მკვეთრად აცივდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალიდან, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა კი შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.

“27 სექტემბერის საღამოდან 29 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი,”- აცხადებს გარემოს ეროვნული სააგენტო.

meteo.gov.ge-ის ინფორმაციით, თბილისში 27 სექტემბერს ტემპერატურა 18-20 გრადუსამდე, ხოლო 28 სექტემბერს – 13-15 გრადუსამდე დაეცემა. ვებგვერდის მონაცემებით, ტემპერატურა დაიკლებს როგორც  დასავლეთ საქართველოში, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოშიც.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი