ახალი ამბებიტექნოლოგიები

Area.ly – ინსტრუმენტი, რომელიც სასტუმროს გაყიდვებს უზრდის

26 სექტემბერი, 2017 • 7262
Area.ly – ინსტრუმენტი, რომელიც სასტუმროს გაყიდვებს უზრდის

Area.ly არის პლატფორმა, რომელიც სასტუმროს მფლობელებს ერთი-ორად გაუადვილებს ბიზნესის მართვას. მასზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, კომპანიამ მივაღწია პარტნიორობას  Booking.com, Expedia, Tripadvisor, hotels.com და სხვა სისტემებთან, რომლებიც ე.წ. “hospotality” ბაზრებზე ლიდერები არიან. დღეს კი Area.ly  მულტიენოვანი საიტია, რომლის გამოყენებითაც მომხმარებელი, ბევრად უფრო ოპტიმალურად უხელმძღვანელებს საკუთარ სასტუმროში მიმდინარე პროცესებს.

თავდაპირველი იდეა სასტუმროების წარმომადგენლებთან თანამშრომლობისას გაჩნდა. მათ სჭირდებოდათ სხვადასხვა ტიპის პრობლემების გადაჭრა ელექტრონულ ფორმატში. უფრო დეტალური კვლევისას კი გამოჩნდა, რომ საჭირო იყო სრულფასოვანი პლატფორმა უმარავი ოპერაციის სამართავად, რომლებიც სასტუმროების ყოველდღიური ცხოვრების რიტმის თანმდევი პროცესია. პროგრამული უზრუნველყოფით სასტუმროს საქმეების წარმოება ათწლეულების განმავლობაში სტანდარტად იქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. უცებ კი აღმოჩნდა, რომ საქართელოში უკეთეს შემთხვევაში ექსელი წარმოადგენს სასტუმროს მართვის სისტემას და ძირითადად – ფურცლების და საწერი კალმების ამარა ხდებოდა ოპერირება. შესაბამისად, შეიქმნა ინსტრუმენტი, რომელიც ყველა პრობლემას ერთდროულად მოაგვარებს.

სტარტაპი Leavingstone-ს ეკუთვნის, რომლისთვისაც დამოუკიდებელი ბიზნესი სიახლე არ არის. სააგენტოს პორტფელში სარეკლამო სფეროსგან დამოუკიდებელი ორი სტარტაპი უკვე არსებობს: “ნებულა” (www.nebula.ge) და “ჯეოლაბი” (www.geolab.edu.ge). Area.ly Leavingstone-ის მესამე დამოუკიდებელი სტარტაპია, რომელიც დავეხმარება სასტუმროს მფლობელებს, საქმე ბევრად უფრო თანამედროვედ და მოწესრიგებულად აწარმოონ.

სისტემა საშუალებას აძლევს ამ კონკრეტული ბიზნეს სექტორის წარმომადგენელს, რომ ცოცხალ რეჟიმში, ავტომატურად აკეთოს ის საქმე, რისთვისაც აქამდე უამრავი დრო დაეხარჯებოდა. მაგრამ, მიუხედავად ამ სარგებლისა, სისტემის მთავარი მიზანი მაინც გაყიდვების ზრდის ხელშეწყობაა. Area.ly-ს პარტნიორ სასტუმროებს არ სჭირდებათ დამატებითი ადამიანური რესურსი იმისთვის, რომ სტუმრებს მიაწოდონ საკუთარ სერვისზე დეტალური, რეალურ დროში განახლებადი, ინფორმაცია. თანაც ეს ერთდროულად გააკეთონ  ყველგან, სადაც შეიძლება ეძებდეს მას თავად დამსვენებელი.

area.ly - არეალი

აქამდე ადმინისტრატორებს  უწევდათ ხელით ეკონტროლებინათ 4, მაქსიმუმ 5 ონლაინ ჯავშნების არხი და ესეც წარმოუდგენელი შრომისა და შეცდომების ფასად. ხდებოდა გადაჯავშნები ანუ, ერთდროულად შეიძლება მოსულიყო ორი სტუმარი ერთი და იმავე ნომრის ჯავშნით. Area.ly-ის დახმარებით კი, მათ შეუძლიათ საკუთარი სასტუმროს ნომერი გაყიდონ ათეულობით არხზე პარალელურად დამატებით ადამიანური რესურსის ჩართვის გარეშე. ერთი წყაროდან მოსული ცვლილება, მომენტალურად აისახება მთლიან სისტემაში. ასევე საშუალება აქვთ დანაკარგის გარეშე იქონიონ საკუთარი კლიენტების ელექტრონული ბაზა, ჰქონდეთ სტატისტიკა და აკონტროლონ დინამიკა. ყოველთვის შეუძლიათ ნახონ გაყიდვები და შეადარონ იგი ნებისმიერ პერიოდს.

უფრო დეტალურად კი, Area.ly-ის სამი მოდული აქვს: ადმინისტრაციული, ბუქინგის და ონლაინ ჯავშნების მოდული. მათზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმირი ადგილიდან, მთავარია კომპანიას ხელი მიუწვდებოდეს ინტერნეტსა და ნებისმიერი სახის ციფრულ მოწყობილობაზე.

ადმინისტრაციული მოდული, სასტუმროსთვის საჭირო ყველა ამოცანას ასრულებს: ჯავშანი, გაყიდვა, გაუქმება და ა.შ. აგრეთვე, ისეთ მნიშვნელოვან ოპერაციებს, როგორებიცაა კლიენტის გადაყვანა სხვა ნომერში, დამატებითი დანახარჯების მიბმა ნომერზე, ინვოისის შექმნა და გადახდის დადასტურება. დამკვეთს შეუძლია შეისწავლოს საკუთარი ბიზნესის მუშაობის ტენდენციები, ცვალოს ფასები ნებისმიერი თავისთვის სასურველი პირობით, დაამატოს იუზერები ან თუნდაც ელექტრონულად აწარმოოს დოკუმენტაციის მართვა. ადმინისტრაციული მოდული არის საშუალება იმაზე დასაკვირვებლად თუ რომელი გაყიდვების არხს რა მოაქვს სასტუმროსთვის რეალურად. მისივე საშუალებით კონტროლდება აქტიური და პასიური პერიოდები.

area.ly - არეალი

ბუქინგის მოდული კლიენტებთან უშუალო, სწრაფი და უპრობლემო კომუნიკაციის საშუალებაა. არ აქვს მნიშვნელობა რა ხერხით ეკონტაქტება დამკვეთი თავის კლიენტს, იქნება ეს სასტუმროს კუთვნილი ვებ გვერდი, მობილური აპლიკაცია თუ ფეისბუქი. Area.ly მიაწვდის სასტუმროებს მზა ფუნქციონალს, რომლიც ყველგან მარტივად ინტეგრირდება. შესაბამისად, კლიენტებს შეეძლებათ უშუალოდ დამკვეთის ვებ გვერდის ან ფეისბუქ გვერდის საშუალებით დაჯავშნონ ნომერი და აღარ გამოიყენონ შუამავალი არხი.

ონლაინ ჯავშნების მოდულს, არ სჭირდება ადმინისტრაციული მართვა. Area.ly-ის სისტემაში ჩართვით, დამკვეთის სასტუმრო მოხვდება ყველა იმ არხში, სადაც ინტეგრირებულია უკვე თავად Area.ly. ნებისმიერი ოპერაცია ერთი არხიდან, ავტომატურად მოხვდება ყველა სხვა დანარჩენში. ადმინისტრაციულ მოდულში განხორციელებული ცვლილება დამოუკიდებლად განახლდება ყველა არხისთვის. მაგალითად, თუ სასტუმროში ერთი კონკრეტული საიტიდან დაიჯავშნა ნომერი, ჯავშანი ავტომატურად აისახება სხვა დანარჩენ საიტებზეც. ადმინისტრაციულ მოდულში შეცვლილი ფასი კი ცოცხალ რეჟიმში წავა ონლაინ არხებშიც.

Area.ly-ის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ოფიციალური პარტნიორება ისეთი მსხვილი არხებთან, როგორებიც არიან Booking.com, Expedia, Hotels.com, Tripadvisor და ა.შ. შესაბამისად,  მათთან კომუნიკაცია ხდება ძალიან სწრაფად. კომპანიაში არსებობს დახმარების ჯგუფი სასტუმროებისთვის, რომელიც რა თქმა უნდა ქართულენოვანია.

გარდა ამისა, ერთთვიანი საცდელი რეჟიმი შეეხება აბსოლუტურად ყველას, ვინც სისტემით დაინტერესდება. ეს პერიოდი საკმარისი დროა იმისთვის, რომ გაყიდვების ზრდით და ოპერაციების აღრიცხვის გამარტივებით მიღებული სარგებელი თვალსაჩინო გახდეს, რა საკვირველია, უფასოდ!

area.ly - არეალი

მასალების გადაბეჭდვის წესი