ახალი ამბები

გიორგი გახარია: ეკონომიკის სამინისტრო შენობის გარეშე არ დარჩება

26 სექტემბერი, 2017 • 2200
გიორგი გახარია: ეკონომიკის სამინისტრო შენობის გარეშე არ დარჩება

ეკონომიკის სამინისტრო შესაძლოა მალე ახალ შენობაში გადავიდეს. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

“რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო შენობის გარეშე არ დარჩება. ჩვენ ახლა ვაკეთებთ ეკონომიკის სამინისტროს შენობის პროექტს. პროექტის დასრულებას შეიძლება დასჭირდეს წელიწადი ან წელიწადნახევარი. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში იქ დავრჩებით, სადმე სხვაგან გადავალთ,”-განაცხადა მინისტრმა.

თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე მდებარე ეკონომიკის სამინისტროს შენობა 2015 წელს, 9 450 000 დოლარად გაიყიდა. მყიდველს სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს აშენება დაევალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი