ახალი ამბები

საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე აფეთქების შედეგად ერთი ქართველი მესაზღვრე დაიღუპა და ორი დაშავდა

26 სექტემბერი, 2017 • 2796
საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე აფეთქების შედეგად ერთი ქართველი მესაზღვრე დაიღუპა და ორი დაშავდა

საქართველოსა და რუსეთის საზღვართან, სავარაუდოდ, გაზის ბალონის აფეთქების შედეგად საქართველოს ერთი მესაზღვრე დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ რ2 ავრცელებს. ინფორმაციას ნეტგაზეთთან საუბარში ადასტურებენ შსს-შიც, სადაც ამბობენ, რომ წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება გაზის ბალონის აალებამ გამოიწვია.

რ2-ის ინფორმაციის მიხედვით, შემთხვევა ლაგოდეხის სასაზღვრო სამმართველოში მოხვდა, რომელიც დაღესტნის მონაკვეთს აკონტროლებს. რ2 იქ მომუშავე მესაზღვრეზე დაყრდნობით ამბობს, რომ აფეთქება მთიან ადგილას, კარავში მოხდა. შსს-ში ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია ჯერ ვერ დაუდასტურეს.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქდა გაზის 4-კილოგრამიანი ბალონი, რომელიც სავარაუდოდ შეშის ფეჩის გვერდით იდგა და გადახურდა.

გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი