ახალი ამბები

თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაჭრილი კაცი იპოვეს

25 სექტემბერი, 2017 • 1694
თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაჭრილი კაცი იპოვეს

დღეს, 25 სექტემბერს, თბილისში, შარტავას ქუჩაზე დაჭრილი კაცი იპოვეს. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ იგი რეანიმაციაშია გადაყვანილი.

უწყების ცნობითვე, დაჭრილი ადამიანი შსს-ს მომსახურების სააგენტოს თანამშრომელია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი).

განახლება: თავდაპირველად გავრცელებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ კაცი გარდაცვლილი იყო, თუმცა შსს-ში მოგვიანებით განაცხადეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა და კაცს რეანიმაციული ღონისძიებები უტარდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი