ახალი ამბები

უცხოეთში საელჩოების შენობების დაქირავების ნაცვლად, შესაძლოა, მათი შესყიდვა დაიწყოს

25 სექტემბერი, 2017 • 2959
უცხოეთში საელჩოების შენობების დაქირავების ნაცვლად, შესაძლოა, მათი შესყიდვა დაიწყოს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთში საელჩოებისათვის შენობების დაქირავების პრაქტიკა შესაძლოა შეწყვიტოს და შესყიდვა დაიწყოს. როგორც დღეს პარლამენტში დიასპორის კომიტეტში სტუმრობისას საგარეო საქმეთ მინისტრმა განაცხადა, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ქვეყანაში საქართველოს შენობის დაქირავება უფრო ძვირი უჯდება, ვიდრე მისი კრედიტით ყიდვა და შემდეგ მისი სესხით მომსახურება, ქვეყანა შენობებს იყიდის.

“ამ მიმართულებით ჩვენ ფინანსთა სამინისტროსთან გვქონდა საუბარი  2018 წლის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. გადაწყვეტილება შეჯერებულია, რომ  თუ ქირა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე შესყიდვა და შემდეგ სესხის მომსახურება, რა თქმა უნდა, წავალთ ამ გზით. შენობების მოძიება უკვე დაწყებული გვაქვს”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს საქართველომ აშშ-ში საელჩოსთვის შენობა იყიდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი