ახალი ამბები

პრეზიდენტი კონსტიტუციაზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას არ დანიშნავს

25 სექტემბერი, 2017 • 2159
პრეზიდენტი კონსტიტუციაზე რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას არ დანიშნავს

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი არ დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო სხდომას, სადაც მესამე მოსმენით ახალი კონსტიტუცია უნდა დამტკიცებულიყო.

“საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაა, არ დანიშნოს რიგგარიშე სხდომა, რადგან კონსტიტუციის პროექტს აქვს არაერთი ხარვეზი, მათ შორის მთავარია ის, რომ ეს არ არის თანხმობის დოკუმენტი. ამავე დროს, პროექტის შემუშავება მოხდა ნაჩქარევად და მასში არაა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. შედეგად კი, ჩვენ ვიღებთ ერთპარტიულ დოკუმენტს. ამავე დროს, პროექტი ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლების შტოთა შორის ელემენტარულ ბალანსსაც კი და, შესაბამისად, ქმნის ერთპარტიული მმართველობის საფრთხეს”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე განმარტებით, ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკური განაცხადი და 48 საათის გასვლის შემდეგ უმრავლესობას თავადაც შეუძლია შეიკრიბოს.

კონსტიტუციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა, საკონსტიტუციო უმრავლესობით, ოპოზიციის ხმების გარეშე, ორი მოსმენით 2017 წლის ივნისში მიიღო

მასალების გადაბეჭდვის წესი