ახალი ამბები

ბიუჯეტიდან დაფინანსებული პოლიტიკური რეკლამა ტელევიზიებში [ინფოგრაფიკა]

25 სექტემბერი, 2017 • 2120
ბიუჯეტიდან დაფინანსებული პოლიტიკური რეკლამა ტელევიზიებში [ინფოგრაფიკა]

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” მხოლოდ ორ ტელევიზიას, “იმედსა” და “მაესტროს” დაუკვეთა ბიუჯეტიდან დაფინანსებული პოლიტიკური რეკლამა.

ტელეკომპანია “იმედის” ეთერში არც ერთ ოპოზიციურ პარტიას კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტებისთვის განკუთვნილი პოლიტიკური რეკლამა არ განუთავსებია.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში პოლიტიკური რეკლამის განთავსების სურვილი ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ გამოთქვა: “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ევროპულმა საქართველომ”, “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “ახალმა საქართველომ”.

ტელეკომპანია “ობიექტივთან” ბიუჯეტიდან დაფინანსებული პოლიტიკური რეკლამის განთავსების თაობაზე ხელშეკრულება “პატრიოტთა ალიანსმა, “ახალმა ქრისტიან-დემოკრატებმა” და “ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირმა” გააფორმეს.

რეგიონული ტელევიზიებიდან ლიდერობს ტელეკომპანია “ოდიში”, რომელთანაც 139 625 ლარის ღირებულების რეკლამა დაუკვეთეს. უფრო დეტალურად გაეცანით ინფოგრაფიკას.

აღნიშნული პოლიტიკური რეკლამა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის მიხედვით, საარჩევნო წელს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა დაფინანსება სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯების დასაფარავად.

კანონის მიხედვით, თანხას მიიღებენ მხოლოდ ის პარტიები, რომელთაც ბოლო საერთო არჩევნების შედეგების მიხედვით დაფინანსების უფლება მიიღეს. ამ პუნქტის შესაბამისად, პარტიისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობის გამოსაანგარიშებლად შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის მიერ ბოლო საერთო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება სამზე და იყოფა საარჩევნო სუბიექტში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებების რაოდენობაზე.

არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკისთვის განკუთვნილი თანხის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 600 000 ლარს. საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი თანხის არანაკლებ 15%-ისა გამოყენებული უნდა იქნეს წინასაარჩევნო რეკლამის განსათავსებლად სულ ცოტა 7 მაუწყებელში, რომლებიც არ არიან ეროვნული მაუწყებლები.

მასალების გადაბეჭდვის წესი