ახალი ამბები

გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

24 სექტემბერი, 2017 • 1677
გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

დღეს გერმანიაში ბუნდესტაგს აირჩევენ. საარჩევნო უბნები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მასშტაბით ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 18:00 საათზე დაიხურება.

წლევანდელი არჩევნები იმითაცაა მნშვნელოვანი, რომ არსებობს მოლოდინი, ბუნდესტაგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად 6 სხვადასხვა პარტიით დაკომპლექტდეს, რაც პარლამენტში ძველი კოალიციების გადაწყობას და ახლის ჩამოყალიბების საჭიროებას განაპირობებს.

არჩევნებში მონაწილეობას გერმანიის ამჟამინდელი კანცლერის, ანგელა მერკელის ქრისტიან- დემოკრატიული პარტიაც იღებს. გამარჯვების შემთხვევაში, მერკელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი მეოთხე ვადით გახდება.

მერკელის ერთ-ერთი მთავარი ოპონენტი ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტი, მარტინ შულცია სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.

არჩევნებთან დაკავშირებით გერმანიაში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები.

მასალების გადაბეჭდვის წესი