ახალი ამბები

წაღვერში ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს ვერტმფრენია ჩართული

23 სექტემბერი, 2017 • 2099
წაღვერში ხანძრის ქრობის პროცესში შსს-ს ვერტმფრენია ჩართული

დაბა წაღვერში, მთის ფერდობზე, არჯევანიძის ტყეში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში შსს–ს ვერტმფრენი მონაწილეობს. ამის თაობაზე ინფორმაციას შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

“ხანძრის უმოკლეს დროში ლიკვიდირების მიზნით, სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველთა დამატებითი ძალები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 200-მდე თანამშრომელი ჩაერთო. ხანძრის კერებთან მობილიზებულია მაღალი გამავლობის ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა”, – აცხადებს პრესსამსახური.

შსს–ს ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია ზედა ვარძიაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი