ახალი ამბები

ევროპული საქართველო: ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს და მამამისს თავს დაესხნენ

22 სექტემბერი, 2017 • 2298
ევროპული საქართველო: ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატს და მამამისს თავს დაესხნენ

პარტია “ევროპული საქართველოს” ცნობით, 22 სექტემბრის საღამოს ხობის რაიონის სოფელ ზემო ქვალონში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატ ნინო ჭანტურიას და მამამისს, ჯემალ ჭანტურიას თავს დაესხნენ უცნობი პირები. თავდამსხმელებმა ორივე მათგანს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს – მოსთხოვეს კამპანიის შეწყვეტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დამატებითი ძალადობით დაემუქრნენ. პარტიის ცნობითვე, სოფელ ქვალონში ჩამოხეულია ევროპული საქართველოს ყველა პლაკატი.

“ამ ტიპის ძალადობა შედეგია ხელისუფლების მრავალწლიანი პრაქტიკის, როცა მოძალადეებს დასჯის მაგივრად ახალისებენ, ხოლო პოლიტიკურ ოპონენტებს ფიზიკურად უსწორდებიან. ევროპული საქართველო მიმართავს ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციას რეაგირებისთვის. ამ ტიპის დანაშაულის დაუსჯელობა მხოლოდ იმის ნიშანი იქნება, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანის წარმართვას სწორედი ასეთი გზით გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმა სწორედ იმ დღეს მოხდა, როცა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა სპეციალური განკარგულება გამოსცა წინასაარჩევნოდ ძალადობის აღსაკვეთად”,- ნათქვამია “ევროპული საქართვეელოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი