ახალი ამბები

ვენეციის კომისია პრეზიდენტის ფარული კენჭისყრით არჩევის გაუქმებას მიესალმება

22 სექტემბერი, 2017 • 2554
ვენეციის კომისია პრეზიდენტის ფარული კენჭისყრით არჩევის გაუქმებას მიესალმება

ვენეციის კომისიამ საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც შეფასებულია პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები.

ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შემდეგ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ორი ცვლილება შევიდა. პირველი, ხმოსანთა საერთო რაოდენობის 2/3 კვალიფიცური სუბიექტებისაა. ასევე შემოღებულია მექანიზმი, რომელიც ისეთ შემთხვევებს მოერგება, როდესაც პრეზიდენტს პირველივე ტურში ვერ აირჩევენ. მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებმაც პირველ ტურში ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს. კომისია განმარტავს, რომ რეკომენდაციები, რომლებიც ხელისუფლებამ გაითვალისწინა, მიზნად ისახავს ხმოსანთა საბჭოში პლურალიზმის არსებობას.

კანონპროექტის კიდევ ერთი სიახლეა ფარული კენჭისყრის შეცვლა, ღია საარჩევნო სისტემით.ვენეციის კომისიამ აღნიშნა, რომ საბერძნეთის მიერ პრეზიდენტის არჩევის დროს ღია სისტემაზე გადასვლა მისასალმებელია და მეტ გამჭვირვალობას უზურნველყოფს. იმავეს იმეორებს კომისია საქართველოსთან დაკავშირებით.

“როგორც ვენეციის კომისიამ აღნიშნა თავის წინა მოსაზრებაში, მნიშვნელოვანია, რომ არაპირდაპირმა საარჩევნო სისტემამ არ გამოიწვიოს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატის მუდმივი და ექსკლუზიური არჩევა. პლურალიზმი პარლამენტში და ხმოსანთა საბჭოში გადამწყვეტია იმისათვის, რომ პრეზიდენტის არჩევის სისტემა უკეთესად შეესაბამებოდეს კონსტიტუციის პროექტში მისი, როგორც ნეიტრალური არბიტრის როლს”,- ნათქვამია დასკვნაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი