ახალი ამბებისაზოგადოება

საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე თბილისში [ვიდეო]

22 სექტემბერი, 2017 • 3761
საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე თბილისში [ვიდეო]

თბილისში “საერთაშორისო დღე ავტომობილის გარეშე” აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით რეაბილიტირებულ პეკინის გამზირზე მოწყობილ ერთკილომეტრიან ველობილიკზე ველოგარბენი მოეწყო.

გარბენში მონაწილეობა საერთაშორისო წარმომადგენლობების წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ველომოყვარულებმა და პოლიტიკოსებმა მიიღეს. საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა დღევანდელი ღონისძიება მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა. კახა კალაძემ ველოგარბენში მონაწილეობა მმართველი გუნდის სხვა წევრებთან ერთად მიიღო.

ნახეთ ნეტგაზეთის ვიდეო და გაიგეთ, როგორ გამოიყურებოდა თბილისის ქუჩები “საერთაშორისო დღეს ავტომობილის გარეშე”.

რას ითვალისწინებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმა ველოკულტურის განვითარებისთვის და კიდევ სად იგეგმება ველობილიკების მოწობა წაიკითხეთ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი