ანონსი – 22 სექტემბერი

გთავაზობთ 22 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) საფრანგეთის სახელმწიფო საბჭოსთან ერთად გამართავს შეხვედრას – ადმინისტრაციული მართლმსაჯულება და საარჩევნო დავის გადაწვეტა.“ მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის #75 „ფრანგული ინსტიტუტი

10:30 სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების  შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან მისამართი: საქართველოს პარლამენტი

11:20-12:00 სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სოფიო ქაცარავასთან და კომიტეტის სხვა წევრებთან (შეხვედრის ადგილი: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი, C კორპუსი, 420 ოთახი)

12:10-12:50 შეხვედრა საქართველო-სერბეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფთან (შეხვედრის ადგილი: C კორპუსი, 623 ოთახი)

12 : 00 – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 22 სექტემბრის საჯარო სხდომაზე იმსჯელებს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე. მისამართია: ა.მიცკევიჩის N19

12:00 საათზე, ,,ბავშვთა სამყაროს“ დაწვით დაზარალებულები კახი კალაძის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქციას გამართავენ, რომელსაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიშვილი დაესწრება. მისამართი: კოსტავას N14 (გამომცემლობა „სამშობლოს“ ყოფილი შენობა).

14:00 – საათზე, ბათუმში, საარჩევნო საკითხებზე მოსამართლეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. სამუშაოშეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარჟვანია, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელმძღვანელი ჟერომ ლეღო და ევროპის საბჭოს ვენეციისკომისიის მრჩეველი სამართლის საკითხებში გაელ მარტინ მიკალეფი გახსნიან. მის.: სასტუმრო “რედისონ ბლუ – ბათუმი”, ნინოშვილის ქუჩა №1.

14 : 00 სრულად რეაბილიტირებულ ონის საჯარო სკოლას ამერიკის ელჩი  იან კელი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ჯენერ ედელმანი და განათლების და მენციერების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია საზეიმოდ გახსნიან

15:00-15:45 სერბეთის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვახტანგ მახარობლიშვილთან. მისამართი საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩიტაძის ქუჩა ნომერი 4

16:00-16:45  შეხვედრა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილთან.

19 : 00 ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თოჯინების გამოფენა. მისამართი: დავით აღმაშენებლის გამზირი ნომერი 68

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.