47585

Facebook მექსიკაში მიწისძვრით დაზარალებულებს 1 მლნ აშშ დოლარით დაეხმარება

Facebook  მექსიკაში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 1 მილიონ დოლარს მექსიკის წითელ ჯვარში გადარიცხავს. მექსიკის წითელი ჯვარი საერთაშორისო წითელ ჯვარში შემავალი ორგანიზაციაა.

“ვფიქრობ მექსიკაში მიწისძვრით დაზარალებულ ყველა ადამიანზე. facebook 1 მილიონი დოლარით დაეხმარება მექსიკის წითელ ჯვარს. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ UNICEF-თან. მადლობას ვუხდი ყველას, რომლებიც ამ ადამიანებს ეხმარებიან,”-წერს facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი.

მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა 19 სექტემბერს მოხდა. ბოლო მონაცემებით,  დამანგრეველ მიწისძვრას 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მიწისძვრის შედეგად, როგორც მექსიკის დედაქალაქში, ისე ქვეყნის რამდენიმე შტატში, ათეულობით შენობა, გზები და ესტაკადები დაინგრა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.