ახალი ამბები

კობახიძე: პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს ბლოკები დარჩება

21 სექტემბერი, 2017 • 1378
კობახიძე: პროპორციული სისტემა 2024 წელს ბონუსის გარეშე ამოქმედდება, 2020 წელს ბლოკები დარჩება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ კონსულტაციების საფუძველზე, მმართველი გუნდი შეჯერდა ორ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაში აისახება:

– ერთჯერადად, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო ბლოკებსაც მიენიჭებათ;

– მომდევნო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პროპორციული საარჩევნო სისტემა ამოქმედდება ე.წ. ბონუსის გარეშე და მანდატები პროპორციულად განაწილდება ყველა იმ პარტიაზე, რომელიც არჩევნებში ხმათა ხუთ პროცენტზე მეტს მიიღებს.

“შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება უახლოეს მომავალში და ის მიიღება პარლამენტის შემდგომი სესიის დასრულებამდე”, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი