ახალი ამბები

კორეელი სპეციალისტები ტაეკვანდოს ქართველ მწვრთნელებს ამზადებენ [ფოტო]

21 სექტემბერი, 2017 • 2109
კორეელი სპეციალისტები ტაეკვანდოს ქართველ მწვრთნელებს ამზადებენ [ფოტო]

სპორტულ კომპლექს “ახალ თბილისში” მდებარე ფრენბურთის არენაში კარატის 30-მდე ქართველ მწვრთნელს სამხრეთ კორეიდან ჩამოსულმა ორმა სპეციალისტმა – ლიმ ჯაე ჰიონმა (მე-7 დანი) და ჯიონგ სუნგ კიმმა (მე-6 დანი) სემინარი ჩაუტარა.

სემინარს დაესწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი სულხან ბაბუაძე. ისინი კორეელ და ქართველ მწვრთნელებს გაესაუბრნენ და ხაზი გაუსვეს სემინარის მნიშვნელობას.

სპეციალისტები საქართველოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და ტაეკვონდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ჩამოვიდნენ და საქართველოს რეგიონებში და თბილისში მომუშავე მწვრთნელებს ამზადებენ.

სპორტის სამინისტროს ცნობით, სემინარი 15 სექტემბერს დაიწყო და 25 სეტქემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაცია სპორტსმენებისა და მწვრთნელების გადამზადების კუთხით სერიოზულად მუშაობს.

ივლისში საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციამ მსოფლიოს ტაეკვონდოს ფედერაციის დახმარებით 4 კორეელი სპეციალისტი ჩამოიყვანა. თეორიული და პრაქტიკული სემინარები ქართველი სპორტსმენებისთვის სპორტულ კომპლექს “არენა 1-ში” ჩატარდა. კორეელმა სპეციალისტებმა საქართველოში 40 დღე გაატარეს და ქართველ სპორტსმენებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

კორეელი სპეციალისტები ქართველ მწვრთნელებს ამზადებენ. ფოტო: სპორტის სამინისტრო

მასალების გადაბეჭდვის წესი