ახალი ამბები

სასამართლომ რკინიგზასთან აქციაზე დაკავებული “აუდიტორია 115”-ის 3 წევრი დააჯარიმა

20 სექტემბერი, 2017 • 1951
სასამართლომ რკინიგზასთან აქციაზე დაკავებული “აუდიტორია 115”-ის 3 წევრი დააჯარიმა

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტის, ნონა ქურდოვანიძის ცნობით, რკინიგზის ადმინისტრაციასთან აქციის დროს დაკავებული “აუდიტორია 115”-ის წევრების საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადვოკატის ცნობით, 3 წევრთან დაკავშირებით სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა, დანარჩენი სამი წევრი კი დააჯარიმა.

სასამართლომ 3 წევრს სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა დააკისრა -100, 300 და 400 ლარის ოდენობით.

“აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააჯარიმა ,,უმისამართო გინებისთვის“, მესამე – იმიტომ, რომ არ შეწყვიტა ,,ხმამაღალი ყვირილი“. აქ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აღნიშნული ფაქტები არ დასტურდებოდა არაფრით, გარდა პოლიციელების მიერ შედგენილი დოკუმენტისა. სულ ასე მოხდება, სანამ 1984 წელს მიღებულ სამართალდარღვევების კოდექსს არ შევცვლით”,- წერს ნონა ქურდოვანიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

24 აგვისტოს, ღამით “საქართველოს რკინიგზასთან” გამართულ სოლიდარობის აქციაზე 10 პირი დააკავეს, რომლებმაც შენობაში შესვლა სცადეს. მათი დაკავება ფიზიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მოხდა. “საქართველოს რკინიგზასთან”რკინიგზელები და პროფკავშირების წარმომადგენლები რკინიგზის მაღალჩინოსანთა გადაყენების მოთხოვნით შიმშილობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი