ახალი ამბები

ერდოღანი: უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტების მოგვარებაზე

20 სექტემბერი, 2017 • 5532
ერდოღანი: უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტების მოგვარებაზე

“საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისათვის უმნიშვნელოვანესია”, – ეს განცხადება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გაეროს 72-ე გენერალურ ასამბლეაზე გააკეთა.

ერდოღანმა კონფლიქტების მოგვარების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ მთიანი ყარაბაღის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებისთვის. არასდორს უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველ კრიზისს, რომელსაც დღეს იგნორირებას გავუკეთებთ, ხვალ ექნება რეგიონულ და გლობალურ კრიზისად ქცევის პოეტნციალი”, – თქვა ერდოღანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი