ახალი ამბები

ტრამპი: ღმერთმა დალოცოს მეხიკოს მოსახლეობა, თქვენს გვერდით ვართ

20 სექტემბერი, 2017 • 4354
ტრამპი: ღმერთმა დალოცოს მეხიკოს მოსახლეობა, თქვენს გვერდით ვართ

ღმერთმა დალოცოს მეხიკოს მოსახლეობა. ვართ თქვენთან და ვიქნებით თქვენთვის, – ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მეხიკოში ცოტა ხნის წინ მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას.

ტრამპის მიმართ ხისტი საემიგრაციო პოლიტიკის გამო მექსიკელები ნეგატიურად არიან განწყობილი. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დონალდ ტრამპი აცხადებდა, რომ მექსიკასთან საზღვარზე დიდი კედელი აშენდებოდა, რათა ნარკომოვაჭრეებისთვის გაერთულებინა აშში-ს ტერიტორიაზე გადასვლა. ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტის ეს განცხადება საერთაშორისო კრიტიკის საგანი გახდა.

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა; დაინგრა შენობები, გზები და ესტაკადები. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პირველი ოფიციალური ცნობით, დაიღუპა ათობით და დაშავდა ასობით ადამიანი, თუმცა მათი რაოდენობა თანდათან იზრდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი