ახალი ამბები

მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

19 სექტემბერი, 2017 • 10075
მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა [ვიდეო]

CNN-ის ცნობით, მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში 7.1 მაგნიტუდის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც განადგურდა შენობები, გზები და ესტაკადები. პირველი ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ათობით და დაშავდა ასობით ადამიანი, თუმცა მათი რაოდენობა თანდათან იზრდება.

მექსიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრეზიდენტმა, პენა ნიეტუმ ტვიტერზე დაწერა, რომ ვითარების გასაცნობად ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი მოიწვია.

მომხდარს ტვიტერით გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც, რომელიც დიდი მოწონებით არ სარგებლობს მექსიკაში: “ღმერთმა დალოცოს მეხიკოს მოსახლეობა. ვართ თქვენთან და ვიქნებით თქვენთვის.”

ტელეგრაფის ინფორმაციით, სექტემბრის დასაწყისში მექსიკაში 8.1 მაგნიტუდის მიწისძვრაც დაფიქსირდა, რამაც სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დამანგრეველი მიწისძვრა მეხიკოში. ფოტო: RONALDO SCHMEIDT/AFP

დამანგრეველი მიწისძვრა მეხიკოში. ფოტო: RONALDO SCHMEIDT/AFP

მასალების გადაბეჭდვის წესი