ახალი ამბები

ანონსი – 20 სექტემბერი

19 სექტემბერი, 2017 • 2145
ანონსი – 20 სექტემბერი

წარმოგიდგენთ 20 სექტემბერს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

12:00 საათზე, სტეფანწმინდაში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი დავით თვალაბეიშვილი, „ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასიის“ მაგისტრალური გაზსადენის მდინარე ყუროს ხევის მონაკვეთზე აშენებულ საჰაერო გადასასვლელს დაათვალიერებენ. ღონისძიებაზე დასწრების მსურველი ჟურნალისტებისათვის, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ნავთობისა და გაზის კორპორაცია. გასვლა 20 სექტემებრი 09:20 საათზე, ნავთობისა და გაზის კორპორაციიდან. მისამართი: კახეთის გზატკეცილი 21( სამოგორის მეტროს ზედა ამოსასვლელთან).

14:00 საათზე,შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სამედიცინო უნივერსიტეტში დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის თეთრი ხალათების დაჯილდოვების ცერემოანიას დაესწრება. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N33. მესამე სასწავლო კორპუსი, მესამე სართული. საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი – 558240770.

14:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართება პროექტის „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში“ პრეზენტაცია. პროექტი მიზნად ისახავს ინკლუზიური პროგრამების დამკვიდრებას საქართველოს სამუზეუმო სივრცეში, ჩაერთვება 21 მუზეუმი მთელი საქართველოს მასშტაბით. ხანგრძლივობა 16 თვე (07.2017-12.2018). პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან პარტნიორობით და ევროპის ფონდის დაფინანსებით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გრანტის ფარგლებში. მისამართი: ფურცელაძის #1.

19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (კანდელაკის #7) ლიტერატურული საღამო, 3 მსოფლიო ბესტსელერის წარდგენა გაიმართება. მისამართი: თბილისი, კანდელაკის #7. საკონტაქტო პირი: ნათია ზაქრაძე – 558151583.

20 სექტემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ სიმფონიური მუსიკის კონცერტს გამართავს ცნობილი გერმანელი დირიჟორის კრისტოფ გედშოლდის ხელმძღვანელობით, ვიოლონჩელო იანს პეტერ მაინცი, შესრულდება ბრიტენის, ჰაიდნის, მენდელსონის ცინცაცის მუსიკა. აღიარებული ვიოლონჩელისტი გია ყანჩელის შემოქმედების თაყვანისმცემელი და ინტერპრეტატორია. ასევე შესრულებული აქვს ბრამსის კონცერტი ვიოლინოსა და ჩელოსათვის ლიზა ბათიაშვილთან ერთად. კონცერტზე შესრულდება ბრიტენის, ჰაიდნის, მენდელსონის და ცინცაძის ნაწარმოებები. კლასიკური მუსიკის ამ საღამოზე მხატვარი ფლავიო დე მარკო წარმოადგენს გრაფიკულ ნახატებს, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის შექმნა და საკონცერტო პროგრამის მუსიკალურ კონცეფციას ზუსტად ეხმაურება. ის თბილისში ფესტივალისთვის ჩამოვიდა. დამატებითი ინფორმაციისთვის: მანანა მუსხელიშვილი – 599171166.

მასალების გადაბეჭდვის წესი