ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე, კატალონიის მსგავსად, საკუთარი უფლებების პატივისცემას ითხოვს

19 სექტემბერი, 2017 • 4386
აფხაზური მხარე, კატალონიის მსგავსად, საკუთარი უფლებების პატივისცემას ითხოვს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზეც პოზიტიურად იმოქმედებს.

“უკვე დროა, მსოფლიო საზოგადოებამ ორმაგი სტანდარტების პრაქტიკა შეწყვიტოს, როდესაც ერთი ხალხის თვითგამოხატვისა და დამოუკიდებელი განვითარების უფლებას მხარს უჭერს, ხოლო სხვა ხალხების – არა. თვითგამოხატვის უფლების იგნორირებით აფხაზი ხალხის თავისუფალი ნება ირღვევა და მათი განვითარების უფლებაც ფერხდება”, –  ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. 

ევროკომისიის პრეზიდნეტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ პატივს სცემს კატალონიის გადაწყვეტილებას დამოუკიდებლობის გამოცხადებაზე და იმ შემთხვევაში, თუ მომავალი რეფერენდუმის დროს მისი მოსახლეობა ხმას მიცემს დამოუკიდებლობას, კატალონიას ევროკავშირში გასაწევრიანებლად შესაბამისი პროცედურების გავლა მოუწევს. 

აფხაზეთი, ისევე როგორც სამხრეთ ოსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ქართული მხარე და საერთაშორისო საზოგადოება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, საქართველოს ტერიტორიებად მიიჩნევენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი