ახალი ამბები

მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოსთვის – საქველმოქმედო მატჩი თბილისში [ვიდეო]

19 სექტემბერი, 2017 • 3377
მსოფლიოს ფეხბურთის ვარსკვლავები საქართველოსთვის – საქველმოქმედო მატჩი თბილისში [ვიდეო]

29 სექტემბერს დინამო არენაზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ამხანაგურ მატჩს გამართავენ, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, თამაში 21:00 საათზე დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ტოტი, ძანეტი, შევჩენკო, ბაჯო, კრესპო, კოსტაკურტა, პუიოლი, რივალდო, დიდა და სხვა მსოფლიო დონის ვარსკვლავები.

საქველმოქმედო მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა tkt.ge-ზე ონლაინ არის შესაძლებელი, მისი ფასია: 5, 10, 15 და 25 ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი