ახალი ამბებიეკონომიკა

2017 წლის მეორე კვარტალში მშპ 4,7 პროცენტით გაიზარდა

18 სექტემბერი, 2017 • 4304
2017 წლის მეორე კვარტალში მშპ 4,7 პროცენტით გაიზარდა

2017 წლის მეორე კვარტალში ნომინალური  მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 9066,1 მლნ ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით 4,7 პროცენტითაა გაზრდილი.

2017 წლის მეორე კვარტალში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში:

  • მშენებლობა – 16,4 %
  • სასტუმროები და რესტორნები – 12,9%
  • სამთომოპოვებითი მრეწველობა – 7,4 %
  • ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა 7,2%
  • ტრანსპორტი – 7,0 %
  • საფინანსო საქმიანობა – 6,4%
  • კავშირგაბმულობა – 4,8%
  • სახელმწიფო მმართველობა – 4,5%

2017 წლის მეორე კვარტალში კლება დაფიქსირდა სოფლის მეურნეობაში (-2.4 პროცენტი) და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილებაში (-0,9 პროცენტი).  

მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოადგენს მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით წარმოებული ყველა საბოლოო პროდუქტის საბაზრო ღირებულებათა ჯამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი