ახალი ამბები

“პატრიოტთა ალიანსი” ხელისუფლების წინააღმდეგ აქციას მართავს [video]

17 სექტემბერი, 2017 • 2386
“პატრიოტთა ალიანსი” ხელისუფლების წინააღმდეგ აქციას მართავს [video]

საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრები თბილისში აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები 16.00 საათზე ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობა მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე.  ისინი პარლამენტის შენობასთან მართავენ აქციას, რომლის შემდეგაც პარტიის 17 წევრი შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

თავდაპირველად  “პატრიოტთა ალიანსი” აქციაზე აპროტესტებდა  საკონსტიტუციო ცვლილებებს,  რომელსაც მხარს  არც სხვა ოპოზიციური პარტიები უჭერენ, თუმცა ისინი პატრიოტთა ალიანსის აქციას არ უერთდებიან.

პარტიამ კონსტიტუციის გამო აქციების ჩატარება წინასაარჩევნო პერიოდში გადაწყვიტა და არა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეს საკონსტიტუციო პროექტი მიიღეს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი ამბობს, რომ “აქციების დაწყებამდე ჯერ დიალოგის ყველანაირი რესურსი უნდა ამოწურო”.

თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების გარდა აქციაზე სხვა მოთხოვნები გაჩნდა:

[checklist]

  • “პატრიოტთა ალიანსი” მოითხოვს, საქართველოს მთავრობამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველო-ნატო-რუსეთის ერთობლივი ფორმატის შექმნის მიმართულებით, რომლის შესახებაც მოსკოვში ვიზიტის დროს პატრიოტთა ალიანსის წევრებმა რუს კოლეგებთან მოილაპარაკეს.
  • აქციის მონაწილეები სოციალური მოთხოვნებითაც გამოდიან და “ბანკებისგან დაზარალებული” პირების უფლებების დაცვას ითხოვენ.

[/checklist]

 

 

პატრიოტთა ალიანსი აქციას მართავს. 17 სექტემბერი, 2017. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

პატრიოტთა ალიანსი აქციას მართავს. 17 სექტემბერი, 2017. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

21544093_1578101745544666_871666037945026676_o 21586841_1578115595543281_5758047902126896932_o

პატრიოტთა ალიანსი აქციას მართავს. 17 სექტემბერი, 2017. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

პატრიოტთა ალიანსი აქციას მართავს. 17 სექტემბერი, 2017. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

პატრიოტთა ალიანსი აქციას მართავს. 17 სექტემბერი, 2017. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

პატრიოტთა ალიანსი აქციას მართავს. 17 სექტემბერი, 2017. თბილისი, საქართველო. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი