ახალი ამბები

ელისაშვილს კალაძე მირჩევნია – ირმა ინაშვილი

17 სექტემბერი, 2017 • 6427
ელისაშვილს კალაძე მირჩევნია – ირმა ინაშვილი

თბილისის მერობის კანდიდატი საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან ირმა ინაშვილი ამბობს, რომ “ალეკო ელისაშვილს კახა კალაძე ურჩევნია” თბილისის მერის პოსტზე. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში განაცხადა, სადაც ეკა კვესტიძემ შესაძლო მეორე ტურის შესახებ დაუსვა შეკითხვა და შეეცადა გაეგო, რა პოზიცია ექნებოდა ამ უკანასკნელს, თუ ის მეორე ტურში ვერ გადავიდოდა.

“კახი კალაძე მირჩევნია, გულწრფელად გეუბნებით. რატომ გაგიხარდათ თუ აღფრთოვანდით? ალეკო ელისაშვილს მირჩევნია კახი კალაძე, მარტივად გეუბნებით, მაგრამ კალაძეს ირმა ინაშვილი მირჩევნია. მე მინდა, რომ კალაძეს მოვუგო ამ პროცესში. ჩემს თავს ვგულშემატკივრობ”, – განაცხადა ინაშვილმა.

მან ასევე ჭორი უწოდა ეჭვს იმის თაობაზე, რომ ირმა ინაშვილის კანდიდატურა განგებ დააყენეს, რათა მას სხვა ოპოზიციური კანდიდატებისათვის ხმები გაეყო.

“ჭორია ეს. მე კანდიდატურა დავაყენე იმიტომ, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესი, რომელსაც ჩვენ ვქმნით, პატრიოტთა ალიანსი. ჩვენ დაგვიჭირონ მხარი, ამას მოვუწოდებთ მოსახლეობას”, – ამბობს ინაშილი.

პატრიოტთა ალიანსი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს, თუმცა დღეიდან საპროტესტო აქციებს იწყებს. სპა- ში ახსენებენ შიმშილობასაც. შიმშილობა არც ირმა ინაშვილმა გამორიცხა გუშინ, ეკა კვესტიაძის გადაცემაში. სპა-ს აქციების უმთავრესი მოთხოვნა კონსტიტუციას უკავშირდება. პარტია ხელისუფლების მიერ შემუშავებულ საკონსტიტუიცო მოდელს აპროტესტებს, რომელსაც მხარს თავის მხრივ არც სხვა პარტიები უჭერენ. თუმცა აღსანიშნავია, რომ პარტიამ კონსტიტუციის გამო აქციების ჩატარება წინასაარჩევნო პერიოდში გადაწყვიტა და არა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ეს საკონსტიტუციო პროექტი მიიღეს. ამაზე ირმა ინაშვილის პასუხია, რომ აქციების დაწყებამდე ჯერ დიალოგის ყველანაირი რესურსი უნდა ამოწურო.

მასალების გადაბეჭდვის წესი