ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ოსური მხარის ცნობით, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის აშშ-ის და ბრიტანეთის მოქალაქეები დააკავეს

17 სექტემბერი, 2017 • 2277
ოსური მხარის ცნობით, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის აშშ-ის და ბრიტანეთის მოქალაქეები დააკავეს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების ცნობით,  საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის აშშ-ის და ბრიტანეთის მოქალაქეები დააკავეს, რომლებიც ველოსიპედებით გადაადგილდებოდნენ.

ოსური მხარის ცნობით, დაკავებულები ლენინგორის/ახალგორის რაონში მიიყვანეს, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილებით, ისინი დააჯრიმეს და შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გააძევეს.

“ქართული პოლიციის პოსტის თანამშრომლების გაფრთხილების მიუხედავად, უცხოელი ტურისტები სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შემოვიდნენ, რაც რესპუბლიკის კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს”, – აცხადებს ოსური უშიშროების უწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი