ახალი ამბები

შსს: ტაშკენტის ქუჩაზე ყაჩაღობის საქმე ცხელ კვალზეა გახსნილი – ვეძებთ ბრალდებულს

16 სექტემბერი, 2017 • 2185
შსს: ტაშკენტის ქუჩაზე ყაჩაღობის საქმე ცხელ კვალზეა გახსნილი – ვეძებთ ბრალდებულს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს, 16 სექტემბერს, ტაშკენტის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის საქმე სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე გახსნეს, თუმცა ბრალდებული ჯერ კიდევ არ არის დაკავებული.

როგორც შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს მის დასაკავებლად ოპერატიულ სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

თვითმხილველებისა და პერსონალის თქმით, თავდამსხმელმა მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, თუმცა არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი