ახალი ამბები

სამშენებლო კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპული ამავე შენობაში მუშაობდა

16 სექტემბერი, 2017 • 4101
სამშენებლო კორპუსში აფეთქების შედეგად დაღუპული ამავე შენობაში მუშაობდა

სანდრო ეულის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსის ჟანგბადის ავზის აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანი შენობაში სარემონტო და დასუფთავებით სამუშაოებში იღებდა მონაწილეობას. ადგილზე მოგვიანებით შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები მივიდნენ, ხოლო შსს-მ გამოძიება სწორედ იმ მუხლით დაიწყო, რაც შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე  საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, კრიმინალისტები და სამაშველო სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.

როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

2015-17 წლებში სამუშაო ადგილებზე დაღუპული ადამიანების შესახებ სტატისტიკა და ინფორმაცია, როცა პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით იწყებდა გამოძიებას, უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.

აქცია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით. 27.07.2017. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

აქცია ეფექტური შრომის ინსპექციის შექმნის მოთხოვნით. 27.07.2017. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი