ახალი ამბები

გურჯაანი, თუშეთი, ხულო, თბილისი-რუსთავის გზა – ბოლო ცნობები ხანძრებზე

16 სექტემბერი, 2017 • 2878
გურჯაანი, თუშეთი, ხულო, თბილისი-რუსთავის გზა – ბოლო ცნობები ხანძრებზე

16 სექტემბერს საქართველოში 5 სხვადასხვა ადგილზეე გაჩნდა ხანძარი; მათი ნაწილი უკვე ლოკალიზებულია და მხოლოდ კერების დამუშავება მიმდინარებს, თუმცა რამდენიმე ადგილას კვლავ არსებობს ცეცხლის გავრცელების საფრთხე.

16:30 საათის მდგომარეობით ხანძრების შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს საგანგებო სიტაუციების მართვის სააგენტომ მიაწოდა:

  • გურჯაანის რაიონი – ბაკურციხის ტყეში ხანძარი დღის პირველ ნახევარში გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის უკევ ლოკალიზებულია, თუმცა 50-მდე მეხანძრე-მაშველი კერებს ამ დრომდე ამუშავებს. სააგენტოს ცნობით, დამწვარია ბალახი და ბუჩქნარი.
  • თუშეთი – ხახაბოს ტყეში შუადღეს გაჩნდა ხანძარი და ქარის გამო ამ დრომდე ძლიერი დაკვამლიანებაა. ადგილზე 150 მეხანძრე-მაშველი მუშაობს. სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი მინიმალურ ადგილებში კვლავ ფიქსირდება და ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა ხანძარი დაჭერილია. სააგენტოში განგვიცხადეს, რომ საფრთხეები აღარ არსებობს.
  • ხულო I – საგანგებო სიტაუციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, შავნაბადას მთაზე ძლიერი ქარის გამო დაკვამლიანების დონემ საგრძნობლად მოიმატა, თუმცა, არა ღია ცეცხლმა. მათი განცხადებით, ადგილზე საკმაოდ დიდი რაოდენოს ცოცხალი ძალაა მობილიზებული, მათ შორის, რეინჯერები, მეტყევეები და მეხანძრე-მაშველები.
  • ხულო II  – სააგენტოს ცნობით, ხოლოში დღეს სხვა ტერიტორიაზეც დაიწვა ტყის ქვედა საფარი (ბალახი და ბუჩქნარი). მათი ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებს ცეცხლი დაჭერილი აქვთ და არ უშვებენ ტყეში. ამ დრომდე სალოკალიზაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პარალელურად,მეხანძრე-მაშველები აკვირდებიან სიტუაციას, რომ ქარის გამო ცეცხლი კვლავ არ გავრცელდეს.
  • რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მიმდებარედ – საგანგებო სიტაუციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, რუსთავი-თბილისის მთავარი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ფიცრული, გადაყრილი ძველი საბურავები და ბალახი დაიწვა. სააგენტოს ცნობით, ამ ლოკაციაზე სულ 250 კვ.მ.ფართობია დამწვარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი