ახალი ამბები

ზაზა ფაჩულია “ირმას” მიერ დაზარალებულ ძაღლებსა და კატებს დაეხმარება

16 სექტემბერი, 2017 • 5318
ზაზა ფაჩულია “ირმას” მიერ დაზარალებულ ძაღლებსა და კატებს დაეხმარება

გოლდენ-სთეით უორიორსის კალთბურთელი ზაზა ფაჩულია, თანაგუნდელებთან ერთად, ქარშხალ “ირმას” მიერ დაზარალებულ 100-მდე ძაღლსა და კატას დაეხმარება. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი ოფიციალურ გვერდზე ადასტურებს.

ქარიშხალი “ირმა” პიერტო რიკოს სანაპიროდან სექტემბრის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე გავრცელდა, რის შედეგადაც 7 მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. სტიქიას უკვე 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ევრობასკეტის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მიმდინარე წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც გოლდენ-სთეით უორიორსთან ერთად NBA-ის ჩემპიონი გახდა, ფაჩულიამ მოქმედ გუნდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. მან პირველად ჩამოიტანა NBA-ს ჩემპიონთა თასი საქართველოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი