ახალი ამბებისამართალი

ერთი პირი მკვლელობის, ხოლო ორი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

16 სექტემბერი, 2017 • 2663
ერთი პირი მკვლელობის, ხოლო ორი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს

შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის, ხოლო 1981 წელს დაბადებული გ.ჩ. და 1985 წელს დაბადებული ლ.ტ. – დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს ისნის რაიონში ბრალდებულმა ი.ა-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1969 წელს დაბადებულ მ.ა-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამართალდამცველებმა ი.ა. და გ.ჩ – რუსთავში, ლ.ტ. კი – თბილისში, ცხელ კვალზე დააკავეს. უწყების ცნობით, პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

როგორც შსს-დან გვაცნობეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 376-ე მუხლებით).

მასალების გადაბეჭდვის წესი