ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი და ოსი პაციენტების რაოდენობა მზარდია

15 სექტემბერი, 2017 • 9332
საქართველოში სამკურნალოდ ჩამოსული აფხაზი და ოსი პაციენტების რაოდენობა მზარდია

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკიდან მკურნალობის მიზნით თბილისში ჩამოსულ პაციენტთა რაოდენობა, აფხაზი პაციენტების მსგავსად, ყოველწლიურად იზრდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2017 წლის იანვრიდან- ივნისამდე სამკურნალოდ 322 პაციენტი, მათ შორის 46 ბავშვი ჩამოვიდა. მათ მკურნალობაზე კი ამ პერიოდში საქართველოს ბიუჯეტიდან 1 მილიონ ლარამდე [898, 852] დაიხარჯა. 2015-2016 წლების სტატისტიკა კი ასეთია:

ოსი პაციენტები საქართველოს კლინიკებში
Infogram

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რამდენიმე კვირის წინ ოსურ მედიასთან ინტერვიუში საუბრობდა იმის შესახებ, რომ ქართულ კლინიკებში ოსი პაციენტების რაოდენობა უნდა შემცირდეს.

რაც შეეხება აფხაზი პაციენტების რაოდენობას, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეს რიცხვიც მზარდია. 2017 წლის იანვარი-19 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს სამედიცინო დაწესებულებში მომსახურებით უკვე ისარგებლა 543-მა აფხაზმა პაციენტმა, მათ შორის- 94 ბავშვმა. დახარჯულია 1,294,600.87 ლარი.

ჯამში, 2015 წლიდან 2017 წლის 19 ივნისამდე აფხაზ და ოს პაციენტებზე საქართველოს ჯანდაცვის ბიუჯეტიდან 12 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი