ახალი ამბები

“ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეიკრიბნენ

22 მაისი, 2013 • 1351
“ნაცმოძრაობის” მხარდამჭერები წინასწარი დაკავების იზოლატორთან შეიკრიბნენ

ადგილზე იმყოფებიან ქუთაისის თვითმმართველობის თანამშრომლები, ნაცმოძრაობის აქტივისტები, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები, მათ შორისაა დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე:

“ჯერჯერობით ვართ მოლოდინის რეჟიმში, როდის დაინიშნება სასამართლო სხდომა და აქედან ვაპირებთ, რომ გადავინაცვლოთ სასამართლოში” – განუცხადა ჯაფარიძემ “ნეტგაზეთს”.

პარალელურად ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი არიან ყოფილი პოლიტპატიმრები, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლები და ის მოქალაქეები, რომლებიც მოითხოვენ მერაბიშვილის ციხეში ჩასმას. 

ზურაბ ჯაფარიძე იმედოვნებს, რომ მათ მისვლას სასამართლოსთან არ მოჰყვება დაპირისპირება და ექსცესები: 

“ჩვენ განწყობილნი ვართ, რომ მშვიდობიანად მივიდეთ. მათ შორის, აქ არიან უმცირესობის დეპუტატები, რომლებიც თავდებში უდგებიან ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს და იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანად გაგვატარებენ და შეგვიშვებენ დარბაზში”.

ამ დრომდე უცნობია, თუ რომელ საათზე გაიმართება დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პროცესი, სადაც უნდა იმსჯელონ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შერჩევის საკითხზე.

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები წინასწარი დაკავების იზოლატორთან ქუთაისში, სადაც მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი არიან

დავით დარჩიაშვილი, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, თენგიზ გუნავა
დავით დარჩიაშვილი, სერგო რატიანი, ზურაბ ჯაფარიძე, თენგიზ გუნავა

მასალების გადაბეჭდვის წესი