ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე: სასამართლოს მივმართავთ, რომ იყვნენ სამართლიანები

22 მაისი, 2013 • 1162
ნანა კაკაბაძე: სასამართლოს მივმართავთ, რომ იყვნენ სამართლიანები

ნანა კაკაბაძე
ნანა კაკაბაძე

“ჩვენი აქ შეკრების მთავარი მიზანი არის ის, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს. თქვენ იცით, 19 მაისს სპორტის სასახლეში შედგა ფართო საზოგადოებრივი გაერთიანება, სადაც იყვნენ მოწვეულნი რეჟიმიდან დაზარალებული ხალხი და ეს ადამიანები მოითხოვენ სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო არის ყველაზე ქმედითი ინსტიტუტი, რომელმაც ქვეყანაში სამართლიანობის განცდა უნდა შექმნას. აქედან გამომდინარე, ჩვენ სწორედ სასამართლოს მივმართავთ, რომ იყვნენ სამართლიანები და რომ საზოგადოებაში გააჩინონ სამართლიანობის აღდგენის განცდა. სასამართლოს გადაწყვეტილებები უნდა იყოს კანონიერი და არა – პოლიტიკური”, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

ამ დროითვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, შეკრებილი არიან ყოფილი პოლიტპატიმრები, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები და სხვა პირები, რომლებიც სკანდირებენ – “ვანო ციხეში!”

მათ ადგილზე, სასამართლოს ეზოში მიტანილი აქვთ ცოცხები.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მერაბიშვილის პროცესი უნდა გაიმართოს, მოქალაქეების ნაწილი ცოცხებით მივიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი