ახალი ამბებიეკონომიკა

Bitcoin-ის ფასი მსოფლიო ბაზარზე კლებულობს

15 სექტემბერი, 2017 • 4116
Bitcoin-ის ფასი მსოფლიო ბაზარზე კლებულობს

Bitcoin-ის ფასი მსოფლიო ბაზარზე კლებულობს,  ამის მიზეზი  ჩინეთში კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციების გამკაცრებაა.

BBC წერს რომ  ჩინეთის მთავრობის ეს გადაწყეტილება  ციფრული ვალუტით ვაჭრობის ძალიან სწრაფად გავრცელებას უკავშირდება. მთავრობამ კრიპტოვალუტაში ფინანსური სპეკულაციების  საფრთხე დაინახა.

მთავრობის განცხადების შემდეგ BTCC-მ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობას შეწყვეტს, რასაც Bitcoin-ის ფასის უეცარი  ვარდნა მოჰყვა. BTC China მსოფლიოში მეორე უდიდეს ბიტკოინის გამცვლელია, რომელიც 2011 წელს  შანხაიში დაფუძნდა. არსებობს მოლოდინი, რომ ჩინეთის მთავრობა უფრო მეტი ინტერვენციის  განხორციელებას გეგმავს კრიპტოვალუტაზე. შესაძლოა  ქვეყანამ საერთოდ აკრძალოს bitcoin-ით ვაჭრობა.

7 სექტემბრის შემდეგ bitcin-ის ფასი 27%-ით გაუფასურდა.

კრიპტოვალუტის რეგულაციის მომხრეები მთელ მსოფლიოში  კარკვეულ საფრთხეებზე საუბრობენ, რაც ელექტრონულ  ვალუტას თან ახლავს. ერთ-ერთ ძირითად საფრთხედ გარკვეული სპეკულაციები სახელდება ინვესტიციების კუთხით.

Bitcoin კრიპტოვალუტა იგივე ციფრული ვალუტაა, რომელიც ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოიყენება. ციფრული ვალუტა სახელმწიფოს მხრიდან არ რეგულირდება.

epa04122810 A Bitcoin sign is displayed in the lobby of the ANX office headquarters in Hong Kong, China, 13 March 2014. ANX, Hong Kong's largest Bitcoin exchange platform, is launching a Bitcoin auto teller machine (ATM) allowing people to buy the virtual currency without going online. EPA/JEROME FAVRE

credit: epa

მასალების გადაბეჭდვის წესი