ახალი ამბები

ევროსაბჭოს კომისარი 17 მაისის აქციაზე თბილისში

22 მაისი, 2013 • • 1221
ევროსაბჭოს კომისარი 17 მაისის აქციაზე თბილისში

ევროსაბჭოს კომისრის განცხადებით, ძალადობამ, რომელსაც ადგილი ჰქონდა თბილისის ქუჩებში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, აჩვენა, რომ მთავრობის მიერ გატარებული ზომები არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ლგბტ მიტინგში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველეყო.


“პოლიცია მოუმზადებელი აღმოჩნდა იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია კონტრდემონსტრანეტების დიდი რაოდენობისათვის, რომელთა ნაწილიც თავს დაესხა ლგბტ მიტინგის მონაწილეებს”.

 

ევროსაბჭოს კომისარი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის პრემიერ–მინისტრმა, დაგმეს ძლადობა და გამოხატეს მზაობა დამნაშავეების დასჯასთან დაკავშირებით.


“ეს პირველი პოზიტიური ნაბიჯია. ხელისუფლებას აქვს ვალდებულება შეაჩეროს და რეაგირება მოახდინოს იმ საფრთხეებზე, რომლებიც მიზანში ლგბტ თემის წევრებს იღებს. ასევე, აქვს ვალდებულება განახორციელოს ძალადობის ფაქტების  სწრაფი გამოძიება. ამის არგაკეთება იქნება სიგნალი, რომ ძალადობა და სიძულვილის ენა ლგბტ პეროსნების მიმართ შეიძლება გაგრძელდეს დაუსჯელად”.


ევროსაბჭოს კომისრის თქმით, 17 მაისის მოვლენებმა აჩვენა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი ლგბტ პირების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად.


“პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ლიდერებს აქვთ ვალდებულება, რომ კონტრიბუცია შეიტანონ ამ მიზნის მიღწევაში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი