ახალი ამბები

რესპუბლიკელებმა ლესბოსელი კანდიდატი წარადგინეს

15 სექტემბერი, 2017 • 18905
რესპუბლიკელებმა ლესბოსელი კანდიდატი წარადგინეს

რესპუბლიკურმა პარტიამ დღეს თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო სიის მეორე ხუთეული წარადგინა, რომელშიც ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძეც შედის.

ნინო ბოლქვაძე

ნინო ბოლქვაძე

ნინო ბოლქვაძე იურისტია და წლებია ლგბტ აქტივიზმითაა დაკავებული. მას საჯარო სივრცეში აქვს დაფიქსირებული, რომ ლესბოსელია. ეს საქართველოს არჩევნების ისტორიაში პირველი შემთხვევაა. ინტერვიუს ნინო ბოლქვაძესთან შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გარდა ნინო ბოლქვაძისა, დღეს პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ წარადგინა შემდეგი კანდიდატები: ტრისტან ჯინჭარაძე, თინა გელეყვა, გიორგი ჭაღიაშვილი და გიორგი ჩუბინიძე.

რესპუბლიკელების სიის მეორე ხუთეული თბილისში - არჩევნები 2017

რესპუბლიკელების სიის მეორე ხუთეული თბილისში – არჩევნები 2017

რესპუბლიკურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველ ხუთეული 6 სექტემბერს წარადგინა.

1. ხათუნა სამნიძე
2. მიხეილ ჩემია
3. დავით ზურაბიშვილი
4. თამარ კორძაია
5. ლაშა ომარაშვილი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი