ახალი ამბები

ანონსი – 15 სექტემბერი

14 სექტემბერი, 2017 • 2275
ანონსი – 15 სექტემბერი

08:45-ზე, საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს თბილისის 143-ე საჯარო სკოლიდან მიულოცავს. ადგილი: თბილისის 143-ე საჯარო სკოლა  მისამართი:  თბილისი, თემქა, ურეკის ქუჩა N5

09:00 – სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართება „გლობალური ბიზნეს ფორუმი“. აღნიშნული ფორუმი „საქმიან ქალთა გაერთიანების“ და „საქართველოს ბანკის“ ეგიდით  საქართველოში პრიველად ტარდება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო და არასამთავრობო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლები. ფორუმი ასევე უმასპინძლებს დელეგატებს სხვადასხვაქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთიყაზახეთიინდოეთისაბერძნეთიჩეხეთიგაერთიანებული საამიროებითურქეთი და სხვა. 

09:00 – ბათუმში, სასტუმრო “SHERATON” -ში, საქართველოს II საერთაშორისო კონფერენცია ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში
„ჯეოანესთეზია 2017“ გაიმართება. კონფერენციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის. მისამართი: ქ.ბათუმი. სასტუმრო შერატონი. რუსთაველის ქ. #28.

09:00 –  აჭარაში, ქალაქ ბათუმში,  სასტუმრო  „რედისონ ბლუ ბათუმში“ გაიმართება საერთაშორისოკონფერენცია სახელწოდებით: „რეგიონის ნაპირთა და საზღვაო თანამშრომლობით დაკავშირება“.კონფერენციას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი.

10:00 – სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ.

10:30 – საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტის, სირილ მიულერის ერთობლივი ბრიფინგი გაიმართება. მისამართი: მთავრობის ადმინისტრაცია.

10:30 – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ინოვაციური პროექტის ,,ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის“ პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N 33

11.00 -ბათუმის საზღვაო აკადემიაში გაიმართება ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილიღონისძიება,
რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი და აჭარისმთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრებიან. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია „საკრუიზო ტურიზმშიკომპეტენციათა რეგიონული ცენტრის“ გახსნა.

11:00 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში კორტების საქმეზე მსჯავდებული ირაკლი ფირცხალავას მეუღლე ნინო ხვიტია საგანგებო განცადებას გააკეთებს და პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება ვიდეო ჩანაწერი სადაც დაფიქსირებული იქნება ირაკლი ფირცახალავას პოზიცია.

11:00 – “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” თბილისის ოფისში გამართავს პრესკონფერენციას თემაზე  -„გახმაურებული საქმეების გამოძიების შესახებ ინფორმაცია დახურულია“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ თავი მოუყარა საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის მქონე ათეულობით საქმეს,რომელთა გამოძიების მიმდინარეობის ან შედეგების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. მისამართი: დ. აღმაშენებლის გამზირი #61.

12:00 – იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბრიფინგს გამართავს. მისამართი: იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა

12:00 –  „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პ/ო საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატის უფლებადამცველი მამუკა ტუსკაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: კორუფციული სქემები თბილისის ადგილობრივ თვითმართველობებში.

12:00 – ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას ბრიფინგი.
თემა – წინასაარჩევნო კამპანიის ხარვეზები. მის: ორთაჭალა, გულიას 1.

12:00- რესპუბლიკური პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
სიის მეორე ხუთეულს წარადგენს.

16:30 – საქართველოსა და მსოფლიო ბანკის თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება. მისამართი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი