ახალი ამბები

”ტექნო ბუმი” გრილი ტექნიკის ფესტივალს იწყებს

22 მაისი, 2013 • 2002
”ტექნო ბუმი” გრილი ტექნიკის ფესტივალს იწყებს

გრილი ტექნიკის ფესტივალის ფარგლებში ვენტილატორი ფეხზე სადგამით მხოლოდ 19 ლარი ეღირება, ასევე ფასდაკლებები იქნება ყველა მოდელისა და ბრენდის გამაგრილებელ საშუალებებზე, რომელთა ფასები 29 ლარიდან  99 ლარამდე იქნება. 

 

გარდა ამისა, ფასდაკლებით გაიყიდება კონდიციონერებიც, რომელთა ღირებულება 479 ლარიდან დაიწყება. გრილი ტექნიკის ფესტივალი  23 მაისს, დილის 10:00 საათიდან დაიწყება და 26 მაისის ჩათვლით მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება.  

 

მომხმარებელში განსაკუთრებულ ინტერეს ჰაერის წყლით გამაგრილებლები იწვევს, რომლებიც მონტაჟს არ საჭიროებს და მისი განთავსება მოსახერხებელია  როგორც ოთახში,  ასევე ვერანდაზეც. ფასები კი მხოლოდ 259 ლარიდან  დაიწყება.

 

”ცხელი ზაფხულის გრილად და სასიამოვნოდ გასატარებლად ”ტექნო ბუმი” გირჩევთ, აუცილებლად გამოიყენოთ შანსი, კომპანიის მაღაზიებს თბილისში,  ქუთაისში, ზესტაფონში, გორსა და ბათუმში 24-დან 26 მაისის ჩათვლით ეწვიოთ  და გამაგრილებელი ტექნიკა მნიშვნელოვანი დანაზოგით შეიძინოთ”- აცხადებენ ”ტექნო ბუმში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი