ახალი ამბები

60 300 ლარი – “ევროპულ საქართველოს”; 240 000- “ქართულ ოცნებას” – 14 პირი გამოკითხვაზე დაიბარეს

14 სექტემბერი, 2017 • 2142
60 300 ლარი – “ევროპულ საქართველოს”; 240 000-  “ქართულ ოცნებას” – 14 პირი გამოკითხვაზე დაიბარეს

14 ფიზიკური პირი, რომლითაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაინტერესდა პარტიებში განხორციელებული შემოწირულობების გამო, გამოკითხვაზე შემდეგ კვირას დაიბარეს – ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. როგორც აუდიტის განცხადებაშია აღნიშნული, შემოწირულობების დასაბუთებულობა, შემოსავლების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კითხვის ნიშნებს აჩენს.

მონაცემების მიხედვით, 14 პირიდან 6-მა თანხა, ჯამში – 60 300 ლარი, „ევროპულ საქართველოს“, 8 მათგანმა კი, 240 000 ლარი,  „ქართულ ოცნებას“ შესწირა. გამოკითხვაზე პარტიებისადმი შეწირული თანხების კანონიერება უნდა დაზუსტდეს.

სახელმწიფო აუდიტმა შემოსავლების სამსახურიდან ინფორმაცია  ივლის-აგვისტოში განხორციელებული შემოწირულობების თაობაზე 225 ფიზიკური და 14 იურიდიული პირის შესახებ გამოითხოვა. ამ ეტაპზე მხოლოდ 101 ფიზიკური პირისა და 2 კომპანიის შესახებ მიიღო ცნობები.

საერთო ჯამში, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, შემოწირულობები 11-მა პარტიამ მიიღო. თანხის რაოდენობით „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ ლიდერობენ.

ეს და სხვა საკითხები 13 სექტემბერს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის მოვალეობის შემსრულებლისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრაზე განიხილეს. ნინო ლომჯარია მესამე სექტორის წარმომადგენლებს პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და კანონიერების მონიტორინგის საკითხებზე მომუშავე დროებითი საკონსულტაციო კომისიის ფარგლებში შეხვდა. მხარეებმა, შემოწირულობების კანონიერების გარდა, აუდიტში შესული განცხადებები და პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა განიხილეს.


 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიებს მიღებული აქვთ შემდეგი ოდენობის შემოწირულობები

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, პარტიებს მიღებული აქვთ ამ ოდენობის შემოწირულობები

წყარო: სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ქალი უყურებს ფულს. ფოტო: Emma-Brabrook-[Creative-Commons]

ქალი უყურებს ფულს. ფოტო: Emma-Brabrook-[Creative-Commons]

მასალების გადაბეჭდვის წესი