ახალი ამბები

დავით ბაქრაძე სააკაშვილის მოსაზრებას 17 მაისის აქციაზე, არ იზიარებს

22 მაისი, 2013 • 948
დავით ბაქრაძე სააკაშვილის მოსაზრებას 17 მაისის აქციაზე, არ იზიარებს

ბაქრაძის აზრით, ემოცია და მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ერთმანეთს უნდა გაემიჯნოს.


“ემოციურად შეიძლება ვიღაცას არ მოწონდეს ის, რომ იმ დროს, როდესაც ყველამ ძალიან განვიცადეთ ჯარისკაცების ამბავი, რაღაც აქცია ტარდება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ემოცია, არსებობს სახელმწიფიოებრივი პასუხისმგებლობა. სახელმწიფიოებრივი პასუხისმგებლობა გვეუბნება იმას, რომ ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება, ამიტომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება და საშუალება შეიკრიბონ ნებისმიერ კანონიერ ადგილას, ნებისმიერ კანონიერ დროს და გამოხატონ ნებისმიერი მოსაზრება, რომელიც არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. მე როგორც პოლიტიკოსს, როგორც მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობა მკარნახობს იმას, რომ გამოხატვის და შეკრების თავისუფლება არის ის უზენაესი ღირებულება, რომელიც წინა პლანზე უნდა დავაყენოთ,”- განაცხადა ბაქრაძემ გადაცემა “პოზიციაში”.


პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წლის 17 მაისს რუსთაველზე განვითარებული მოვლენები დღეს გამართულ ბრიფინგზე შეაფასა. 

 

“სხვა საკითხია თვითონ ის პატარა ჯგუფი, რომელიც იქ მართავდა რაღაც აქციას. ყველას აქვს უფლება აქციის გამართვის, მაგრამ რამდენად გამართლებული იყო აქციის გამართვა იქ, სადაც მიმდინარეობდა ცერემონიალი ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების, ეს ცალკე თემაა და მე ამას არ ვეხები,”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.



მასალების გადაბეჭდვის წესი