ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზიური ფაროსანა აფხაზეთის ტერიტორიის 80-90%-ზე გავრცელდა

14 სექტემბერი, 2017 • 4280
აზიური ფაროსანა აფხაზეთის ტერიტორიის 80-90%-ზე გავრცელდა

აზიური ფაროსანას პრობლემა აფხაზეთში მრგვალ მაგიდასთან განიხილეს სამთავრობო უწყებებმა და ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ .

როგორც აღმოჩნდა, აღნიშნულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მავნებლის გავრცელებაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე მოკველევა ჩაატარა და დაადგინა, რა ტერიტორიაზეა გავრცელებული აზიური ფაროსანა და რა ზარალს აყენებს ადგილობრივებს.

მოკლევის შესაბამისად, აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალი აფხაზეთში კოლოსალურია: “ბევრმა ფერმერმა გალში, სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში საერთოდ ვერ აიღო მოსავალი, რადგან უკვე დაზიანებული იყო. ოჩამშირეშიც ყოველკვირა იმატებს რაოდენობა. ამჟამად მისი გავრცელების პიკია. თხილის პარალელურად ყურძენზე, სიმინდსა და ლეღვზე გადავიდა. ასე თუ გაგრძელდება, ცირტუსზეც გადავა. რატომღაც არ უყვართ კივი და ფეიხო, ასევე, ბაღჩეული და სალათის ფურცლები. დანარჩენ ყველაფერს ანადგურებენ. 80-90% ამ მავნებლითაა დაფარული”.

აფხაზური მხარე აზიური ფაროსანას პრობლემაზე საუბარს და დახმარების თხოვნას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი შეხვედრის ფარლებშიც გეგმავს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებითაც, აზიური ფაროსანას მიერ საქართველოსთვის მიყენებული ზიანი საერთაშორისო განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დაწყებული პრევენციული სამუშაოებისა, სურსათის უვნებლობის სააგენტო მავნებელთან ბრძოლის საკითხში ოპტიმისტურ პროგნოზებს ვერ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი