ახალი ამბები

მამა თეოდორეს მოსაზრება სადავო კათოლიკე ეკლესიებზე

21 მაისი, 2013 • • 1711
მამა თეოდორეს მოსაზრება სადავო კათოლიკე ეკლესიებზე

ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე სადავო კათოლიკე ეკლესიებზე საუბრისას აცხადებს, რომ ეს მხოლოდ მშრალი იურიდიული კანონებით ვერ განიხილება:

 

“რადგან ამას ვეძებთ, ჩვენ სამართლიანობა გვაინტერესებს, რადგან ეს რელიგიას ეხება მაშინ, ეს მშრალი იურიდიული კანონებით ვერ განიხილება, იმიტომ რომ ადამიანის სულიერ ფასეულობებს ეხება და რელიგიური დაპირისპირება მძიმეა ყოველთვის, ამიტომ სამართლებრივადაც უნდა იქნას განხილული და ზნეობრივი თვალსაზრისითაც  და სულიერი თვალსაზრისითაც, ხო?!”

 

მისივე თქმით, საქმეში ისტორიკოს და სურათი დადონ:

 

“თუ ამ ადგილას ოდესმე მართლმადიდებლური ტაძარი იდგა, მე მეეჭვება… თუნდაც იქ კათოლიკებმა დაასრულეს, როგორ უნდა გახდეს მათი, ეს ცოტა რთული საკიტხია.  ჩვენთვის ტაძარი ხომ უბრალოდ შენობა არ არის, მას ე.ი. ისეთი დანიშნულება აქვს, საკრალური მნიშვნელობა აქვვს. ისიც არ არის ჩვენთვის კარგი, მართლაც რომ, ყოვლად კანონიერად, ყოველგვარი კანონის გარეშე ვიღაცამ ააშენა და მივედით მერე და წავართვით. “

 

რომის კათოლიკე ეკლესია საქართველოში  5 ეკლესიის დაბრუნებას ითხოვს. ესენია- გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი, ქუთაისის ღვთისმშობლის ხარების ეკლესია, ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, სოფელ “უდეს” ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია  და ახალციხის წმინდა ჯვრის სახელობის  ტაძარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი