ახალი ამბები

პრემიერი: ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს ნინო ბურჯანაძე მოუგებს

21 მაისი, 2013 • • 1323
პრემიერი: ნაცმოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს ნინო ბურჯანაძე მოუგებს

“[ბურჯანაძე] ვერ იქნება ჩვენი კანდიდატის კონკურენტი, ისევე როგორც ვერ იქნება ნაციონალური მოძრაობის [კანდიდატი]. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს, ჩემი აზრით, ნინო ბურჯანაძეც მოუგებს და სხვა ნებისმიერი წარმომადგენელი, რომელიც საზოგადოებიდან დასახელედება. მარგველაშვილს რეალური კონკურენტი არ ჰყავს და პირველივე ტურში გაიმარჯვებს, ჩემი აზრით. ჩვენ ჩავატარებთ ძალიან გამჭვირვალე და წესიერ არჩევნებს და ყველას მიეცემა საშუალება თავი წარმოაჩინოს”, – განაცხადა მან.


დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ არჩევნებში მონაწილეობას აპირებენ ნესტან კირთაძე, შალვა ნათელაშვილი და გიორგი მარგველაშვილი. ნაცმოძრაობა თავის კანდიდატს პრაიმერის შედეგად გამოავლენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი