ახალი ამბები

პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს

14 სექტემბერი, 2017 • 4653
პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარედ კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს

დღეს საქართველოს  პროფკავშირების ყრილობაზე  გაერთიანების თავმჯდომარედ  კვლავ ირაკლი პეტრიაშვილი აირჩიეს.

“საქართველოს პროფკავშირებმა ჩააბარა ტესტი, რომ ის არის ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოება. მიუხედავად უდიდესი ზეწოლისა ამ ადამიანებმა გაუსაძლისს გაუძლეს. ის სიბინძურე რომელიც ჩემს მიმართ ტელევიზიების მხრიდან ხორციელდებიდა… ამ ხალხმა ჩემს მშობლებს უთხრეს რომ ნაგავი არ გაუზრდიათ და გაზარდეს კაცი. მადლობა დელეგატებს”,- განაცხადა პეტრიაშვილმა.

14 სექტემბერს გამართულ პროფკავშირების ყრილობაზე   204  დელეგატი იყო დარეგისტრირებული.  ისინი დარგობრივ პროფკავშირებს წარმოადგენენ.

კენჭისყრაზე  პეტრიაშვილმა 139 ხმა მიიღო, ხოლო მეორე კანდიდატმა ამირან ზენაიშვილმა – 62 ხმა.  2 ხმა ბათილად ცნეს.

პეტრიაშვილი ამ თანამდებობაზე 4 წლის ვადით მეოთხედ აირჩიეს. ის პროფკავშირების თავმჯდომარეა 2005 წლიდან.

ირაკლი პეტრიაშვილი, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარე. ფოტო: დათო ქოქოშვილი/ნეტგაზეთი

პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებში თავდაპირველად  სამი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ერთ-ერთმა კანდიდატმა დავით ოქიტაშვილმა თავისი კანდიდატურა კენჭისყრის წინ მოხსნა, ამის მიზეზად დაასახელა გავრცელებული ინფორმაცია იმი შესახებ, თითქოს ის სახელისუფლებო გუნდის კანდიდატი იყო.


არჩევნებში მონაწილეობა კიდევ ერთმა კანდიდატმა, ამირან ზენაიშვილმა მიიღო.

ზენაიშვილი ამირანი 14.09.17 ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი.

ურთიერთბრალდებები უძღოდა წინ პროფკავშირების თავმჯდომარის არჩევნებს. 

წაიკითხეთ ამ თემაზე მეტი: საარჩევნო ჭადრაკი პროფკავშირში

მასალების გადაბეჭდვის წესი