ქართველი და იტალიელი დეპუტატების საფეხბურთო მატჩი არჩევნების გამო გადაიდო

ქართველი პარლამენტარების საფეხბურთო მატჩი იტალიელ კოლეგებთან, რომელიც ამ კვირაში უნდა გამართულიყო, არჩევნების გამო მომავალი წლის გაზაფხულამდე გადაიდო. ამის შესახებ ნეტგაზეთს მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა.

როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, იტალიელი დეპუტატებისგან სექტემბრის დასაწყისში მიიღეს წერილი იმის შესახებ, რომ იტალიაშიც ტარდება არჩევნები და მატჩის გადადების გამო ბოდიში მოიხადეს. მისი თქმით, იტალიელ კოლეგებთან მატჩი, სავარაუდოდ, მომდევნო წლის გაზაფხულზე გაიმართება.

“ეტყობა, პოზიციაც და ოპოზიციაც არიან არიან გუნდში და ერიდებიან არჩევნების წინ. მოკლედ, შეიძლება ახალ შემადგენლობასთან მოგვიწიოს თამაში,” – ამბობს ხუმრობით დეპუტატი.

მიხეილ ყაველავილმა 2017 წლის ივნისში განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებით დაკომპლექტებული გუნდი იტალიის პარლამენტის წევრებთან მიმდინარე წლის სექტემბერში ითამაშებდა.

მმართველი გუნდის დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარე და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები. ფოტო: GFF

მმართველი გუნდის დეპუტატები, პარლამენტის თავმჯდომარე და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები. ფოტო: GFF

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.