ახალი ამბები

ივანიშვილი: ეკლესიის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა უნდა გავაღრმავოთ

21 მაისი, 2013 • • 1124
ივანიშვილი: ეკლესიის სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა უნდა გავაღრმავოთ

როგორც პრემიერმა დღეს, 21 მაისს “ნეტგაზეთის” მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საკითხის იმგვარად დაყენება, რომ 17 მაისს საპატრიარქო შესაძლოა ხელისუფლებასაც დაუპირისპირდა, ძალიან მკაცრი და არასწორია:


“ღმერთმა დაგვიფაროს მაგისგან. ეკლესია დამოუკიდებელია და მისი სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა უნდა გავაღრმავოთ. მაგრამ თუ რომელიმე ეკლესიის მსახურმა დაარღვია კანონი, ის ისევე აგებს პასუხს, როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქე. რატომ ისმის ეს კითხვები ასე? – რამდენადაც ჩვენ ტელეეკრანებიდან კარგად ვნახეთ, რომ რამდენიმე მღვდელმსახური ძალიან აქტიურობდა [17 მაისის] ამ პროცესებში. გამოძიებამ უნდა დაადგინოს და თუ მათი ბრალეულობა იკვეთება, რასაკვირველია, ისინიც პასუხს აგებენ. არც ერთ შემთხვევაში ჩვენ საპატრიარქო არ გვიპირისპირდება. მე არ მაქვს ამის მსგავსი არავითარი ინფორმაცია. არ შეიძლება სახელმწიფო დაუპირისპირდეს ეკლესიას: ღმერთმა დაგვიფაროს”, – განაცხადა მან.


პრემიერის თქმით, იგი კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან, რომელიც სტამბულიდან დღეს დაბრუნდა, ჯერჯერობით შეხვედრას არ გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი