ევროპარლამენტმა შესაძლოა აზერბაიჯანის მთავრობის მიერ ფულის გათეთრების საკითხი შეისწავლოს

ევროპარლამენტის დეპუტატებმა 2017 წლის 13 სექტემბერს მოიწონეს რეზოლუცია, რომლითაც უნდა დაიწყოს მრავალმხრივი საპარლამენტო გამოძიება აზერბაიჯანის მმართველი ელიტის მიერ საიდუმლო ფულადი ფონდიდან გადაწყვეტილების მიმღები ევროპელი დეპუტატების შესაძლო მოსყიდვისა და ფუფუნების საგნების შესყიდვასთან დაკავშირებით.

საერთაშორისო ჟურნალისტური გამოძიების შესაბამისად, აზერბაიჯანის მმართველმა ელიტამ  ბრიტანეთში დარეგისტრირებული ოფშორული კომპანიის საშუალებით ე.წ შავი სალარო (2.9 მილიარდი ევრო) გამოიყენა, რათა ევროპელი პოლიტიკოსები მოექრთამა, ძვირადღირებული ნივთები შეესყიდა და ფული გაეთეთრებინა.

ოფიციალური ბაქო ჟურნალისტურ გამოძიებაში არსებულ ბრალდებებს სომხური ლობის ინტერესებს უკავშირებს.

ევროპარლამენტი აზერბაიჯანის საკითხს განიხილავს; ფოტო: Patrick Hertzog/AFP/

ევროპარლამენტი აზერბაიჯანის საკითხს განიხილავს; ფოტო: Patrick Hertzog/AFP/

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი